,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წმინდანების ბიძინა ჩოლოყაშვილის შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუღლესთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
,,დღეს წმინდანების ბიძინას, შალვას, ელიზბარის ხსენების დღეა. ჩვენ ვიცით, ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულმა რა შეაძლებინა ამ ხალხს. ჭეშმარიტად გვწამდეს და გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. დღესაც ღირშესანიშნავი სიმბოლური დღე იქნება. დღეს უდიდესი ისტორიული დღე ჩაიწერება საქართველოს უახლოეს ისტორიაში", _განაცხადა ივანიშვილმა წირვის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული ეროვნული გმირების, რწმენისა და საქვეყნო საქმისთვის წამებული ბიძინა ჩოლოყაშვილის შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა ყველა მოქმედ ეკლესიაში.