12:00 საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 23,3%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა და ხმა მისცა როგორც საპარლამენტო, ასევე უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარებსა და პოლიტიკურ პარტიებს.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის რეგიონში არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 71 123-მა კაცმა. სტატისტიკური ინფორმაცის მიხედვით, ამომრჩეველთა მეტი აქტივობა ფიქსირდება ქედაში, სადაც ამომრჩეველთა 25%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.