ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ქვეყანას რეალურ ცვლილებას მოუტანს, - განაცხადა საბურთალოს მე-2 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, რათა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების პროცედურა გაურთულდეს.
"ვიმედოვნებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგება ის დრო, როდესაც საჭირო აღარ გახდება ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელზეც უამრავი ადამიანის ყოფნა-არყოფნა იქნება დამოკიდებული, - განაცხადა ბურჯანაძემ.