ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ოცნების" მხარდამჭერებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი 119-ე საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "კარუსელების" დატრიალების მიზეზით მოხდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დგას სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც "ნაციონალების" აქტივისტი ქალები "კარუსელს" ატრიალებენ. კერძოდ, ისინი წინასწარ შემოხაზულ ბიულეტენებს აძლევენ ამომრჩევლებს და უბნიდან ცარიელი ბიულეტენები გამოაქვთ.
თავად "ნაციონალური მოძრაობის წევრები კი აცხადებენ, რომ ეს იყო "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და არანაირ "კარუსელს" ადგილი არ ჰქონია.