ზუგდიდში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია საარჩევნო უბანზე მივიდა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და არჩევანი გააკეთა.
"ხმა მივეცი დემოკრატიული საქართველოს, ქვეყნის წინსვლას. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი ამ ეტაპზე უკან წავალთ თუ წინ წავალთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინ წავალთ - არა წარსულს, არა ანარქიას, არა კორუფციას, არა ქურდულ სამყაროს',_ განაცხახა ახალაიამ.