ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მე-12 და მე-18 უბნებთან დილის 9 საათამდე უკვე მობილიზებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და აგიტაციას და ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩველებზე.
ნაკლები ბიულეტენები შეიტანეს მე-4, 33 და34-ე საარჩევნო უბნებზე. ამის შსახებ განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ 30 სექტემბერს ღამით საგანგებო ბრიფინგზე დააკეთა. ანალოგიურად ნაკლები ბიულეტენები შეიტანეს აგრეთვე ფოთის 70-ე საარჩევნო ოქლის 1, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 25-ე, მე-10, მე-18-ე 30-ე, 31-ე, 7-ე, 10-ე, 5, 17-ე და 29-ე საარჩევნო უბნებზე, რაც იმას მოწმობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
მე-11 უბანზე მარკირების პრობლემაა. კოალიციის დამკვირვებლების ინფორმაციით, მარკირება უკერთდებათ ამომრჩევლებს, მაგრამ სითხე მაშინვე ქრება, რაც უბანზე ხმის მიხემის პროცედურის შეჩერების საფუძველია. კოალიცია „ქართული ოცნების" კომისიის წევრი ცდილობს ხმის მიცემის პროცედურა შეაჩეროს (მარკირების ვარგისიანი სითხის მოტანამდე), რადგან ამ ხარვეხის პირობებში მე-11 საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა დიდი ნაკადი მიაწყდა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე ხმის მიცემის პროცედურას არ აჩერებს.
ფოთში საარჩევნო კუთხით დარღვევები დაიწყო ჯერ კიდევ 30 სექტემბრის ღამის 12 საათისთის და შემდგომ. ფოთის 70-ე საარჩევნო საოლქო კომისიაში გამოჩნდნენ ფოთის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების საოლქო კომისიაში გამოჩენა გააპროტესტეს კოალიცია „ქართული ოცნების" საოლქო კომისიის წევრებმა და წარმომადგენლებმა. დაიწერა საჩივარი და გამოძახებულ იქნა პოლიცია.
კოალიცია „ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შტაბში დილიდანვე მოდიან ადამიანები, რომლებიც საარჩევნო რეგისტარციიდან მოხსნეს, თუმცა პირადობები ფოთში აქვთ აღებული და ფოთის ამომრჩევლები არიან.
მასალის გამოყენების პირობები