კოალიცია "ქართულ ოცნების" პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ეგზიტპოლებში. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ" ქართული ოცნების" მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გვინდა მივმართოთ მათ, რომ მონაწილეობა მიიღონ ეგზიტპოლებში, რათა ისინი რეალურად და ობიექტურად ჩატარდეს", - განმარტა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესსპიკერი იმედს გამოთქვამს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.