საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით ონაწილეობა მიიღო და თავისი არჩევანი მე-19 საარჩევნო უბანში გააკეთა. პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა.
"დღეს წყდება სახელმწიფოს ბედი, რათა წავიდეს წინ და არ დავბრუნდეთ წარსულში. ქართველი ხალხის ბედს ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. ჩვენი ხალხი იღებდა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი სიბრძნეში, გონიერებაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ დღეს იქნება მაღალი აქტივობა. მე არ ვლაპარაკობ პარტიულ გამარჯვებაზე. ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.