გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, N28 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 სთ-ზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩეველმა 08:15 სთ-ზე არჩევანი გააკეთა.
უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელმა საარჩევნო უბნის მოწყობასთან დაკავშირებით დარღვევები დააფიქსირა. დამკვირვებლის ინფორმაციით, უბანზე კომისიის წევრების 4 მაგიდაა განთავსებული და მათ შორის მანძილი სულ რაღაც 15 სმ-ია, რაც დარღვევაა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით მაგიდებს შორის თავისუფალი სივრცე უნდა არსებობდეს, რათა დამკვირვებლებმა ახლოს მისვლა და რეგისტრაციის პროცესის დაკვირვება შეძლონ.
კახეთიის საინფორმაციოო ცენტრის ინფორმაციიით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელმა და კოლაგის N28 უბანზე მყოფმა „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ბეჟან ჩიტაძემ კომისიის თავმჯდომარეს მაგიდებს შორის მანძილის გაზრდა მოთხოვეს, თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს.
უბნის გახსნამდე კომისიის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნებიდან" კომისიის წევრს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელი იტყობინება, საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ნაფეხვრიშვილმა კომისიის წევრს ლალი ნალიყაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა გადასატანი ყუთის კენჭისყრაში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ „მთელი დღის განმავლობაში უბანზე უფუნქციოდ დარჩებოდა".
არჩევნების საკითხებში ექსპერტის ნინა ხატისკაცის განმარტებით საარჩევნო კოდექსით, საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი კომისიის რომელი წევრი უფუნქციოდ დატოვოს.