08:00 საათზე საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის არჩევნების მიცემის პროცედურა დაიწყო. 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.
საქართველოს ტეროტორიაზე სარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი (სპეცუბანი) უბანი მოქმედებს. 45 უბანი გაიხსნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ს შეადგენს.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლითაც პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ქვეყნის მოსახლეობა მე-8 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები