არჩევნებზე აკრედიტებული 61 ათასზე მეტი დამკვირვებლიდან მათ 1/3-ს დამკვირვებლის დამადასტურებელი მოწმობა არ მიუღია. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ დამკვირვებლის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობის გარეშე 20 ათასამდე დამკვირვებელი დარჩა.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა.
"ეს ფაქტი აღმაშფოთებელია, მით უფრო იმ ფონზე, როცა ცესკო არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებაზე საუბრობს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძე