დავროშოვს უშუალოდ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეჟიმის უფროსი ნუკრი ჩხიტუნიძე ემუქრებოდა, რომ თუკი ის იტყოდა იმ ვითარების შესახებ, რაც იქ სუფევს, - ამის შესახებ გლდანის ციხიდან გამოსულმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ციხის საავადმყოფოს რეჟიმის უფროსი პატიმარს ფიზიკური ზეწოლით ემუქრებოდა და აშანტაჟება.
"დავროშოვი იძულებული გახდა, როგორც თავად განაცხადა, თვითდაზიანებები მიეყენებინა და ხელებზე ცენტრალური არტერიები გადაიჭრა. იგი ცოცხალი აღარ იქნებოდა, ამ მომენტს რომ დირექტორი ზურაბ თვაური არ შესწრებოდა, რომელიც ახალი მენეჯმენტია. დავროშოვს ოპერაცია გაუკეთდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ის თავს სუსტად გრძნობს და ფსიქოლოგიურად უაღრესად დათრგუნულია", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, დავროშოვმა აბსოლუტურად ღიად ისაუბრა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადამიანების დამამცირებელ მოპყრობას, წამებას, მათ შორის მორგში.
"მოყვა რა მეთოდებით ახდენდნენ ადამიანების წამებას, როგორ აბამდნენ "სკოჩით", როგორ აუპატიურებდნენ ან ჰქონდათ გაუპატიურების მცდელობა, რათა დაეშანტაჟებინათ. ამ ყველაფრის უშუალო მოწმე გახლავთ ბადრი დავროშოვი. მისი ნებართვით ვაკეთებ მე ამ განცხადებას", - დასძინა ლორთქიფანიძემ.