კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კოალიციის კოორდინატორებს მიმართა. ალასანიამ კოორდინატორებს გამძლეობისკენ მოუწოდა.
"მინდა მივმართო ჩვენს კოორდინატორებს - გაუძელით, სულ რამდენიმე საათი დარჩა, ვიდრე ეს ძალადობის ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში", - განაცხადა ალასანიამ.
მან მოუწოდა კოორდინატორებს მაქსიმალურად მოერიდონ პროვოკაციებს.
"მოვითმინოთ ყველამ და არ მივცეთ საშუალება რომ რაიმე პროვოცირება მოხდეს", - დასძინა ალასანიამ.