ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბი არჩევნების წინა დღეს ხელისუფლების მიერ გამოკვეთილ გაყალბების ერთ-ერთ სქემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო უბნებზე გამიზნულად შევიდა ბიულეტენების ნაკლები რაოდენობა.
მათივე ინფორმციით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ურეკავენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას - დაშინებას ახორციელებენ.
ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ფოთის საარჩევნო შტაბში 30 სექტემბერს, დაახლოებით 23.00 საათისთვის არაერთი ზარი გაისმა კოალიციის კომისიის წევრების მხრიდან, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს მათზე პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა. კერძოდ, მათ დაურეკა ფოთის შს სამმართველოს გამომძიებელმა რომეო კვანტალიანმა და უთხრა, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.
ანალოგიური ზარი განხორციელდა კოალიცია "ქართული ოცების" შემდეგ დამკვირვებლებსა და კოორდინატორებზე: 1. თამაზ ქართველიშვილი _ კოორდინატორი, 2. თამაზ სოსელია _ მალთაყვის ზონის კოორდინატორი, შტაბის წევრი, 3. მორის ჯანჯღავა _ 33-ე უბნის წარმომადგენელი, შტაბის წევრი, 4. გაიოზ ქინქლაზე _ ზონის კოორდინატორი, შტაბის წევრი, აღსანიშნავია, რომ ზეწოლის პარალელურად დაფიქსირდა კიდევ ერთი დარღვევა. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბის წევრებმა და კომისიის წევრებმა დააფიქსირეს, რომ საარჩევნო უბნებზე გაცილებით ნაკლები ბიულეტენი დარიგდა, ვიდრე ამომრჩეველია რეგისტრირებული. მე-4 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველი _ 1109. ამას ემატება 13 ამომრჩეველი სპეცსიით. ჯამში, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის მთლიანად უბანზე უნდა შეტანილიყო 2244 ბიულეტენი, მაგრამ მოიტანეს 2000 ანუ 244 ბიულეტენით ნაკლები. 33 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველი _ 957. დამატებული 6 ამომრჩეველი სპეცსიით. უბანზე მიტანილია 900 ბიულეტენი. 34 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველი _ 1368. მიტანილია 1250 ბიულეტენი.