ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა და ყველა დაინტერესებული მხარის სრულფასოვნად ინფორმირების მიზნით დილის 08:30 სთ-დან ყოველ ორ საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ცესკო წარმოადგენს ინფორმაციას საარჩევნო უბნების მუშაობის, ამომრჩეველთა აქტივობის, უშუალოდ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ასევე იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის ცხელი ხაზის მუშაობის თაობაზე: 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge); შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.