შსს სოფელ კოლაგაში 10 თვის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"პოლიციაში შემოვიდა განცხადება კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში რაფალიანი ბარბარეს, 10 თვის ბავშვის სახლიდან დაკარგვის შესახებ. პოლიცია მყისიერად შეუდგა ოჯახთან ერთად ბავშვის ძებნას. ჩვილი მალევე იქნა ნაპოვნი სახლის ეზოში წყლით ნაწილობრივ სავსე ქვევრში. ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები!
კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი მანანა ბერიკაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. სამწუხაროა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ასეთი სენსიტიური, ტრაგიკული შემთხვევა გახდა პოლიტიკური სპეკულაციების თემა.
ადგილზე უკვე გასულია შსს-ს კრიმინალისტების ჯგუფი"- ნათქვამია განცახდებაში.