გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში კოალიცია „ქართული ოცნების" კოორდინატორის 9 თვის ბავშვი გაიტაცეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.
მისი თქმით, ბავშვი საწოლიდან მოიპარეს. სოფლის ცენტრში მოსახლეობაა შეკრებილი და ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ.
ამ წუთებში კახეთის საინფორმაციო ცენტრი დეტალებს აზუსტებს და ვიდეომასალას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კოლაგში, გამთენიისას მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილის სახლში ე.წ „მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდეს. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომელიც ოჯახის წევრებმა დროულად ჩააქრეს.