შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) თანამშრომლებმა, გატარებული სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნებართვისა და დადგენილი წესის დარღვევით ზომამცირე მცურავი საშუალების ზღვაში ჩაშვება), რუსეთის დროშით მცურავი გემი "RUBY" დააკავეს.
გავრცელებულლი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით, რომელიც 50 000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.