თბილისში,ზეემკას დასახლებაში,მტკვრის პირას,80 წლის ეთერ დიღმელაშვილის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახური ქალბატონს 3 დღის განმავლობაში ეძებდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები,ზეემკას დასახლებაში მივიდნენ დაღუპულის ოჯახის წევრებიც.
ქალბატონი 3 დღის წინ ორთაჭალაში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც ის მტკვარში ჩავარდა. მომხდარის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.