საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შემდგომი შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას გააკეთებს პრესკონფერენციაზე თბილისში, სამშაბათს, 2 ოქტომბერს. სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევდა საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.
განცხადებას გააკეთებს ტონინო პიცულა, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, აგრეთვე ლუკა ვოლონტე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ასენ აგოვი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, მილან კაბრნოცი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი და ნიკოლაი ვულჩანოვი, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი.
არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 401 დამკვირვებლისგან შედგება, OSCE/ODIHR-ის 290 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩათვლით 42 ქვეყნიდან, აგრეთვე 53 პარლამენტარისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, 22 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, 14 ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და 14 ევროპარლამენტის წარმომადგენლისაგან.
პრესკონფერენციაზე სამშაბათს, 2012 წლის 2 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ"-ის "Grand Ballroom"-ში გაიმართება.