ვინ არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა სცენიდან მადლობა გადაუხადა ? " - ეს კითხვა სოციალურ ქსელში თითქმის ორი დღეა განხილვის საგანია.
ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი ნათქვამი განმარტა და აღნიშნა, რომ სცენიდან მან მადლობა საკუთარ თავსაც გადაუხადა.
"მე პატარა ტრიუკი გავაკეთე. სხვათა შორის, ეს მოფიქრებული მქონდა. ძალიან ბევრი შემეკითხა, როგორც ჩანს ვერ გაიგეს. რა თქმა უნდა საკუთარ თავს ვუხდიდი მადლობას და ხუმრობით დავიწყე კიდევ ერთი ადამიანი როდესაც ვთქვი, რომელმაც ნიღაბი ჩამოხსა და მერე უკვე გადავედე მე-ზე. პირველ პირში ვსაუბრობდი, რომ "გული გაგიხსენით, სიყვარული დაგიმტკიცეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.