საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით გახსნილი 3719, ხოლო საზღვარგარეთ არსებული 45 საარჩევნო უბანი აღჭურვილია ყველა ტექნიკური საშუალებით.
"რაც შეეხება სამაგიდო სიებს ის უბნებს დღის ბოლომდე გადაეცემა", - აღნიშნა ეკა აზარაშვილმა.
აზარაშვილის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს მედიაცენტრი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა შეზღუდვებზეც.
კერძოდ, არჩევნების დღეს აკრძალულია მედიით ფასიანი და უფასო რეკლამების გაშვება. ძალაშია ნორმა, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20:00 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება. არჩევნების დღეს ასევე იკრძალება აგიტაცია უბნებზე და ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ ნუ გამოცხადდებიან საარჩევნო უბანზე რომელიმე პარტიის სიმბოლიკიანი მაისურით ან აქსესუარებით.