არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე ინფორმაციას 1-ელ ოქტომბერს სპეციალურ მედიაცენტრში მიაწვდიან.
1-ელ ოქტომბერს პირველი ბრიფინგი 10:00 საათზე გაიმართება.
როგორც "ჯი_ეიჩ-ენს" "ღია საზოგადოება - საქართველოდან" აცნობეს, ფონდის ხელშეწყობით, 24 სექტემბრიდან მუშაობს მედიაცენტრი, რომლის მეშვეობითაც ფონდის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას მიაწვდიან ინფორმაციას არჩევნების დღის მონიტორინგის, ხმების დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ.
მედია ცენტრში ბრიფინგებს გამართავენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საზოგადოებრივი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"; კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის"; კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის/ჯანმრთელი სამყარო"; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; ასოციაცია "საზოგადოება განვითარებისთვის"; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი.