"ქართული ოცნების" ამერიკელი მრჩეველი კომპიუტერული უსაფრთხოებისა და ინფორმაციის დაცვის დარგში სკანდალურ განცხადებას აკეთებს
ამერიკული კომპანია NSI-ის დირექტორის, პოლ ჯოელის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციური კოალიციიდან ინფორმაციის გამოტა ნის მიზნით, შექმნა ვირუსული პროგრამა „მალვეა", რომელსაც ავრცელებს ინტერნეტ სერვის პროვაიდერი და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება კომპიუტერში არსებული ყველა ფაილის გადმოწერა, ავტომატურ რეჟიმში მიკროფონისა და კამერის ჩართვა და ოთახში მყოფთა საუბრების ჩაწერა. ეს ვირუსული პროგრამა ადვილად იმახსოვრებს იმ კომბინაციებს, რომელიც კლავიატურაზე იკრიფება და შემდეგ ახდენს მთელი სისტემის ადმინისტრირებას.
ჯოელის თქმით, ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისის თვეში იქნა აღმოჩენილი "მალვეას" ტიპის ვირუსი ბიძინა ივანიშვილის ოჯახში. მან ჟურნალისტებს წარუდგინა ამ პროგრამით ჩაწერილი აუდიოფაილები. ერთ-ერთი მათგანი ამოღებულია ეკა ხვედელიძის კომპიუტერიდან, სადაც გარკვევით ისმის ოთახში მიმდინარე საუბარი.
მისივე თქმით, აგვისტოს ბოლოს "ქართული ოცნების" კომპიუტერებში ახალი "მალვეა" შევიდა და მისი ტიპიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე კომპიუტერები ვერ დავირუსდებოდა.
ჯოელის განმარტებით, სახელმწიფო უწყებების საიტებზე განთავსებულია ბოტნეტები, რომლებიც იმავე ენით არის დაწერილი, რაც "მალვეა" და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მთავრობა ამასთან კავშირში. მისივე თქმით, თავიდან ეს კომპიუტერული ვირუსი შემოვიდა მას შემდეგ, რაც მივიდა "ქართულ ოცნებაში" წერილი ფრენკ ვიზნერისგან, რომელიც არის აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი.
"ქართული ოცნების" მრჩევლი უსაფრთხოების საკითხებში ასევე დარწმუნებულია, რომ ბესო სურმავას სახელით Youtube-ზე ატვირთული ვიდეოები ყალბია.
"ირაკლი ღარიბაშვილის კომპიუტერზე ხორციელდებოდა კიბერ შეტევა, მალვეას ტიპის ვირუსით, რომელიც აფიქსირებდა კომპიუტერთან და კომპიუტერში განვითარებულ მოვლენებს,"-განაცხადა პოლ ჯოელმა.