ციხეში წამების ფაქტებთან და ყოფილ სასჯელაღსრულების თანამშრომლებთან დაკავშირებით ქდმ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯმდომარემ საგანგებო განცხადება გააკეთა.
თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით დაკავებულები ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულებაში მოათავსეს, რაც კანონდარღვევაა.
„ჩემი ინფორმაციით გარდა იმისა რომ ისინი გადაიყვანეს ღია ტიპის ნახევრად დახურულ ზონაში ანუ მათ ყოველდღიურად ექნებათ შესაძლებლობა გარეთ ყოფნის და სეირნობის. სახელმწიფომ მათ შეუქმნა განსაკუთრებული კომფორტული პირობები და როგორც ჩემი წყარო იტყობინება იმაზე უკეთესი ვიდრე ეს ქონდა გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირებს. მივმართავ სასჯელაღსრულების მინისტრს ბატონ ტუღუშს, დღის ოთხ საათამდე უზრუნველყოს აღნიშნული პირების მათვის კანონით განსაზღვრულ დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა." - აღნიშნა ბაკურიძემ.
მისივე განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაც ციხეებში ხდებოდა ეს იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნება და სწორედ ხელისუფლება იყო ყველა ამ დანაშაულის დამკვეთიც და შემსრულებელიც.