სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება პატიმართა ჯანდაცვის საკითხებს. კერძოდ, 2012 წლის 20 სექტემბრიდან 107 პატიმარი იქნა გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო 78 პატიმარი სამოქალაქო სექტორის საავდამყოფოებში. 8 პატიმარს გაუკეთდა სხვადასხვა სახის ოპერაცია, მათ შორის გულის შუნტირება, სახსრის პროთეზირება და სხვა.
"წარსულში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიღების დროს, ძირითადად არადანიშნულებისამებრ ხდებოდა საკარანტინე ნაწილში პატიმართა განთავსება. სამინისტრო აუცილებელად მიიჩნევს, კარანტინს გავლის დროს მოხდეს დაწესებულებაში შესული ახალი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა გადამდები დაავადებების სისტემაში გავრცელება; მიგვაჩნია, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა, თავიდან აგვაცილებს დაავადებათა გამწვავებას. როგორც განვილილი პერიოდი ცხადყოფს, პატიმართა ჯანმრთელობის მიმართ არასათანადო ყურადღება, ხშირად ხდებოდა სხვა უფრო რთული დაავადებების განვითარების საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მინისტრმა დავალება მისცა ყველა დაეწესებულების ხელმძღვანელსა და სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნონ პატიმართა მიმართვებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით, გაუწიონ მათ სათანადო სამედიცინო დახმარება და საჭიროების შემთხვევაში დააყენონ პატიმართა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი.
"აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 20 სექტემბრიდან აქტიურად ამოქმედდა ავადმოყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული პერიოდიდან სასჯელი გადაუვადდა 20-მდე მსჯავრდებულს.
სამინისტროს მიერ ციხის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმა შეუქცევადი ხასიათისაა, რაც მიგვაჩნია, რომ გააუმჯობებსებს როგორც ზოგადად პატიმართა ჯანდაცვის მდგომარეობას და ასევე მაქსიმალურად შეამცირებს ციხეებში სიკვდილობის მაჩვენებელს", - ნათქვამია განცხადებაში.