დღეს დილით გამთენიისას სამტრედიის რაიონის სოფელ მეორე ნიწაბოგირაში ქართული ოცნების მხარდამჭერის, ხვიჩა ფანცულაიას კუთვნილი ავტომობილი დაწვეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ.
"ხვიჩა ფანცულაია "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. მანქანა იდგა ფანცულაიას სახლის ეზოში, როდესაც ჩაუმტვირეს ფანჯარა და ასაფეთქებელი შეაგდეს, რამაც ცეცხლი გააჩინა. მანქანა დაიწვა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩრდილელმა და აღნიშნა, რომ კოალიციის წინააღმდეგ სხვა ბიძნურ მეთოდებთან ერთად, ისეთიც გამოიყენეს - როგორიცაა მანქანის დაწვა.
"ამ დრომდე სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ. ექსპერტიზა ჩვენი ძალისხმევის შდეგად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა ", - აცხადებს ჩრდილელი და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.