„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობი კანდიდატებმა შემაჯამებელი შეხვედრა ლერმონტოვის ქუჩაზე გამართეს.
ნიაზ ზოსიძემ და ირაკლი ნარაკიძემ მოსახლეობას ქდმ-ს წინასაარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნეს და პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.
დეპუტატობის კანდიდატებმა შეკრებილებს პირველ ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა და „ქრისტიან-დემოკრატების" მხარდაჭერა მოუწოდეს.
„ეს იყო ჩვენი დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმის მოსახლეობასთან. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მოვიარეთ თითქმის მთელი ქალაქი, აჭარის სოფლები და მოსახლეობის განწყობა ყველგან დაგვხვდა ერთნაირი - მათ აღარ სურთ გახლეჩილ, დაძაბულ და გაბოროტებულ ქვეყანაში ცხოვრება. ხალხს ენატრება სამართლიანობა, სურს მშვიდობა, დაბალი ტარიფები, დასაქმება, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ჩვენ „ქრისტიან-დემოკრატები" ვდებთ ამის პირობას, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი ეს მიღწეული იქნება", - განაცხადა ნიაზ ზოსიძემ.