„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდდატმა ნინო გურიელმა საკუთარ შტაბში გუშინ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
ნინო გურიელმა შეაჯამა წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან, ხოლო ამომრჩეველს მხარდაჭერისა და ერთად დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე ნინო გურიელმა მოსახლეობას პირველ ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და სწორი გადაწყვეტილებისკენ მიღებისკენ მოუწოდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ასევე ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ამომრჩეველს, რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შევხვდი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას პირველ ოქტომბერს „ქრისტიან-დემოკრატების " მხარდაჭერისკენ, რადგან ჩვენი პროგრამა პასუხობს ყველა იმ პრობლემასა და გამოწვევას, რაც ქვეყანაში არსებობს." - განაცხადა ნინო გურიელმა