არჩევნების გასაყალბებლად, ხელისუფლების მოტივაცია იმდენად დიდია, რომ აქციაზე მონაწილეთა რაოდენობას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მოოჩნევს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
,,არჩევნების გასაყალბებლად, ხელისუფლების მოტივაცია იმდენად დიდია, რომ "ქართული ოცნების" აქციაზე მონაწილეთა რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა იმ აქციიდან გამომდინარე, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ვიხილეთ ის ცალ-ცალკე აღემატებოდა ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ მხარდამჭერთა რაოდენობას, ამიტომ გამყალბებლებს არჩევნების გაყალბებისთვის გასაჭირი დაადგებათ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სოსო ცისკარიშვილმა.
მისვე თქმით, გაყალბებული არჩევნები ხელისუუფლებისთვის საზეიმო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მისი შედეგები რეალური გახდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
"არჩევნების გაყალბების მოლოდინი არსებობს, მაგრამ ხელისუფლების საზეიმოდ საკმარისი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გამოქვეყნებული შედეგები რეალური გახდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.