ამერიკული გამოცემა The Washington Post კოალიცია "ქართული ოცნების" 29 სექტემბრის აქციას სტატიას უძღვნის და წერს, რომ აქციზე დაახლოებით 100 000 ოპოზიციური მხარდამჭერი გამოვიდა, "რათა ეჩვენებინა ძალა იმ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ".
"საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა დიდი ხანია აქცია ზურგი სააკაშვილს. ისინი შეწუხებულნი არიან იმით, რასაც თავად ავტორიტარულ მმართველობას უწოდებენ, მიუთითებენ იმაზე, რომ სააკაშვილი აკონტროლებს პარლამენტს, სასამართლოს და პროკურატურას", - წერს გამოცემა და აღნიშვს, რომ ორშაბათის არჩევნებზე, პრეზიდენტი წნეხის ქვეშ იქნება, რათა დაამტკიცოს მისი ერთგულება დემოკრატიისადმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.
"ამ არჩევნებს კიდევ იმიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რომ იქმნება ახალი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც პარლამენტსა და პრემიერმინისტრს მეტი ძალაუფლება გადაეცემა. მას შემდეგ, რაც მომავალ წელს სააკაშვილს ამოეწურება მეორე და ბოლო ვადა, პარტიას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას აიღებს, ექნება პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლება, ხოლო პრემიერმინისტრს გადაეცემა ბევრი იმ უფლებებიდან, რომელსაც აქამდე ფლობდა პრეზიდენტი", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ივანიშვილს მხარს განათლებული, პროფესიონალი და კულტრული თბილისელები უჭერენ, ქალაქის მოსახლეობა კი 4.5 მილიონიანი ქვეყნის მესამედს შეადგენს.
სტატიის ქართულ ვერსიას foreignpress ავრცელებს.