1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს აკრედიტებული ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობამ 61 ათასს გადაჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ძურაბ ხარატიშვილმა განაცხადა.
ხარატიშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისრაოდენობა 33 ათასს აჭარბებს.
"საქართველოსთვის ეს საკმაოდ უპრეცედენტო ინტერესია, მაგრამ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა თავისუფალი ნება გამოხატოს", - აღნიშნა ხარატიშვილმა.