დღეს, 4 თებერვალს 14:00 საათზე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" "სურბ ნშანის" ეკლესიასთან გამართავს შეხვედრას თბილისის სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლებთან ისტორიული ძეგლის კატასტროფული მდგომარეობის განხილვის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას "მრავალეროვანი საქართველო" ავრცელებს.
მათი განცხადებით, ჩნდება კითხვა, სად მიდის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსები, რომელიც არსებული ისტორიული ძეგლების დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვისაა განკუთვნილი.
"საინტერესოა, რატომ აქვს ქ.თბილისის მერიას სახსრები ისტორიული თვალსაზრისით ნაკლებად ფასეული შენობა-ნაგებობების რესტავრაციისათვის და რატომ რჩება მერიის ყურადღების მიღმა ისეთი ისტორიული და კულტურული ძეგლი, როგორიცაა ნგრევის ზღვარზე მყოფი ზემოხსენებული ეკლესია, სადაც საძაღლეცაა განთავსებული", - აცხადებენ ისინი.