მიმაჩნია, რომ ნდობის აღსადგენად საქართველომ საერთაშორისო გამოძიება უნდა მოიწვიოს, - აცხადებს ამრიკელი ექსპერტი იანუშ ბუგასკისი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს მთავრობის პასუხისმგებლობის ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის არის აუცილებელი.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გამოჩნდება, თითქოს მთავრობა ციხეს ვერ აკონტროლებს, რაც საქართველოს მთავრობის სანდოობას და მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამით ხელისუფლება საკუთარ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებდა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს", - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დემონსტრაცია, თუკი ის საფუძვლიანია, იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობამ ცვლილებები უნდა განახორციელოს.