ფოთისა და ბათუმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გურიაში, ოზურგეთის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო სანუკვარ მიზანთან - ევროპასთან კიდე უფრო დაახლოებასთან - სულ უფრო ახლოა.
"გურულებს ძალიან კარგად ესმის პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური კონტექსტი კი არის შემდეგი - თუ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპასთან დაახლოებას ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ჩვენს პროდუქციას თავისუფლად შევიტანთ ევროპაში. ჩვენ გვექნება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და იმის შემდეგ ჩვენ ვართ რეალური კანდიდატები ნატოს გაფართოების რეალური ტალღის", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა არის ერთი პერსპექტივა, ხოლო მეორე პერსპექტივა - უკან დაბრუნება წარსულისაკენ. "ასეთი მყარი არჩევანი იშვიათად გაუკეთებია საქართველოში მცხოვრებ რომელიმე თაობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, თუ საით წავა საქართველო გადაწყვეტილებას საქართველოს საზოგადოება მიიღებს. "ჩვენ გვებრძოდნენ რუსული მეთოდებით და რუსული მეთოდებია ის რაც ხდებოდა ბოლო დღეებში",- აღნიშნა სააკაშვილმა ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას.
"ვერანაირი ფულით, ვერანაირი შანტაჟით ვერ აგვაღებინებენ ხელს ჩვენს მთავარ მიზანზე, გვქონდეს ჩვენი მომავალი, გავთავისუფლდეთ სიღარიბისგან გაჭირვებისგან წავიდეთ ევროპისკენ და გადავარჩინოთ საქართველო",- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან კარგად იცის თუ რატომ არ უყვართ ძველი ელიტის წარმომადგენლებს, სააკაშვილის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ჩამერთვათ პრივილეგიები და ქვეყანაში დამყარდა წესრიგი.
"ის ვინც ამას ეგუებოდა დღეს კითხულობს მორალს. და დღეს ეს ხალხი ყველაფერ ძალას იყენებენ რომ მოიშორონ ეს მთავრობა. მე მინდა მივმართო სრულიად საქართველოს, ჩვენ იმათ ჩამოვართვით პრივილეგიები, და მათ ხელში არსებული მთელი ეს ძალაუფლება გადავუნაწილეთ ხალხს, არ მისცეთ საშუალება რომ უკან წაგართვათ, არ მისცეთ საშუალება რომ უკან დაგვაბრუნონ",- აღნიშნა პრეზიდენტმა.