როცა ლოზუნგი არის საქართველოს წარსულში დაბრუნება, ჩვენ ამის საპასუხოდ ავავსებთ საქართველოს ყველა მოედანს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.
"ყველა ოპონენტს შეუძლია თბილისის ცენტრალური მოედნების გავსება, მაგრამ როცა ლოზუნგი არის საქართველოს წარსულში დაბრუნება, ჩვენ ამის საპასუხოდ ავავსებთ საქართველოს ყველა მოედანს".
სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ვერაფერს მიიღებს, საქართელო ივლის წინ და ქართველი ხალხი არავისი მონა აღარ გახდება.
"ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება და იმ ხარვეზების გამოყენებით რომელიც სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, ქართველი ხალხი უკან აღარ დაბრუნდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი მოსახლეობასთან შეხვედრისას განმარტავს, რომ "ქართველი ხალხი ზეწოლასა და ქვეყნის გარშემო ტანკების გლიჯინს არ უნდა შეუშინდეს. მე მჯერა რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას", - მიმართა პრეზიდენტმა მოსახლეობას.