ივანიშვილს და სააკაშვილს უკვე გაყოფილი აქვთ ხელისუფლება, მათ შორის შემდგარია მოლაპარაკება, - განაცხადა "ლეიბორისტულმა პარტიის" ლიდერმა შლვა ნათელაშვილმა დუშეთის კულტურის სახლში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.
"მივმართავ სრულიად საქართველოს, ვინც პირველ ოქტობერს ხმას მისცემს სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" არის სამშობლოს მოღალატე. ვინც პირველ ოქტომბერს ხმას მისცემს ივანიშვილსა და მის "ოცნებას" არის იუდას მიმდევარი და ვერცხლისმოყვარე. მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს უკვე გაყოფილი აქვთ ხელისუფლება, მათ შორის შემდგარია მოლაპარაკება. ივანიშვილი და "ოცნება" მზადაა დათანხმდეს მეორე ადგილს, რის შედეგადაც პარლამენტში შედიან უსუფაშვილ-ხიდაშელ-ბერძენიშვილი და ყველა ერის მტერი." - განაცხადა ნათელაშვილმა.