დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის, - განაცხადა თბილისში, თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე სიტვით გამოსვლისას კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მასწავლებლის უპირველესი დანიშნულება ისაა, რომ თავისუფალი პიროვნება აღუზარდოს თავისუფალ ქვეყანას.
"დღევანდელი ხელისუფლება კი მასწავლებლებისგან მორჩილებას მოითხოვს. დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის. ამიტომ გთხოვთ, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ამ ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში. ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების შესაძლებლობას. ნუ შეგეშინდებათ ჩვენ დაგიცავთ. ჩვენ ვენდობით თქვენს სინდისსა და პატიოსნებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქცია 16:00 საათზე, მუსიკალური ნომრით დაიწყო.