"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში გუშინ გაჩენილი ხანძრის გამო ნაწილობრივ დაზიანებული შენობის აღდგენით სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.
როგორც ბანკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Liberty Tower მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო კომპანია "Chartis Group"-შია დაზღვეული, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში 70 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
კომპანიის წლიური შემოსავალი 30-დან 40 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.