"დამთავრდა! ამ რეჟიმს აღარ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას, ეს განაჩენი მათ ქართველმა ხალხმა გამოუტანა",_ განაცხადა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს და აღარც დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ რეჟიმის სისასტიკეზე.
"წარმოუდგენელია დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს მხარი! როცა საჭირო გახდა ახალგაზრდობამ დაიკავა სწორი პოზიცია და გააპროტესტა სისასტიკე და ქვეყნის მშენებლობაში ვაჟკაცურად შემოაბიჯა. ამ რეჯიმმა მათ სხვა გზა არ დაუტოვა. ერთი წლის წინ მეც ასე მაიძულა ხელისუფლებამ პოლიტიკაში მოსვლა",_ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა:
"ქვეყნის ბედი წყდება ორ დღეში - 1 ოქრომბერს არჩევნებზე, ამ ეს დღეს ყველა ერთად გავცეთ პასუხი და ვაფრთხილებ ყველას - არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა, არაფერი შეგეშალოთ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.