დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე, 1 ოქტომბერი დგება, ხალხო, - ასე მიმართა თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე სიტვით გამოსვლისას კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ხალხს თავისი დაპირება შეახსენა, რომელიც 27 მაისს მისცა, რომ თავისუფლების მოედანზე კვლავ შეიკრიბებოდნენ.
"ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შევასრულე - მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა. ყველა დაპირებას ზუსტად ასე შევასრულებ. ხომ ხედავთ რამდენი ვართ, ხალხო, მსგავსი არ მომხდარა არასდროს. ამ ხალხის დამონება შეუძლებელია, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩამოგვაშორონ დემოკრატიას", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქცია 16:00 საათზე, მუსიკალური ნომრით დაიწყო.