დღეს დუმილი და უმოქმედობა დანაშაულია. ამიტომ ახალგაზრდობა ფხიზლადაა და აღარ დაუშვებს, რომ რომელიმე მმართველმა ძალამ ხელი მიყოს ხალხის ჩაგვრას და დაკნინებას, - ნათქვამია სტუდენტების თსუ-სთან მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
სუდენტების მრაცარიცხოვანი კოლონა თსუ-დან თავისუფლებისს მოედნისკენ მოემართება.
ისინი აცხადებენ, რომ უერთდებიან არა "ქართულ ოცნებას" არამედ უშუალოდ ქართველ ხალხს.
"დღეს ამ აქციას შემოვუერთდით თავისუფალი სტუდენტები, რადგან აქ მყოფ საზოგადოებაში ვხედავთ ერთადერთ ძალას, რომელსაც ამ სისხლიანი სიტემის შეცვლა შეუძლია. სისტემისა, რომელსაც თითოეული ქართველის და საერთოდ, საქართველოს ღირსება შელახა, ჩაიდანა არაერთი დანაშაული და ბოროტად ისარგებლა ხალხისგან მინიჭებული ძალაუფლებით. დღეს დუმილი და უმოქმედობა დანაშაულია. ამიტომ ახალგაზრდობა ფხიზლადაა და აღარ დაუშვებს, რომ რომელიმე მმართველმა ძალამ ხელი მიყოს ხალხის ჩაგვრას და დაკნინებას", _ აღნიშნულია სტუდენტების მიმართვაში.