საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და ბათუმში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუაბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა "ყველაფერი რაც გაკეთდა ჩემი პირადი სიცოცხლით გეძღვნებათ თქვენ და ქართველ ხალხს".
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განმარტა, რომ აჭარაში ჯერ კიდევ არის სიღარიბე და ამის შესახებ ის ინფორმაციას ფლობს, რადგანაც ხშირად ათვალიერებს ტერიტორიას და იცის თუ რა ვითარებაა რეგიონში.
"ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში სადაც არ იქნება არც ერთი ბარაკი, არც ერთი დანგრეული სახლი, არც ერთი გაღატაკებული ოჯახი, ლევან ვარშალომიძის - რომელიც აქ სიტყვით არ გამოვიდა რადგანაც ბევრი ლაპარაკი არ ეხერხება, მაგრამ საქმის კეთება კარგად ეხერხება - დაფიცებულია და ჩემი ბეჭედიც ადევს ამ ფიცს, რომ არც ერთი ბარაკი, არც ერთი უმუშევარი აჭარელი, არც ერთი უმუშევარი ბათუმელი, არც ერთი უპერსპექტივო ოჯახი, ყველა ოჯახს პერსპექტივა, ყველა ოჯახს შემოსავალი, ყველა ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი ადგილი ბათუმში და სხვაგან აჭარაში. და კიდევ, დღეს არის კონკრეტული არჩევანი, ჩვენ აქ ნახევრის ნახევარი არ გავიკეთებია და ეს არის დასაწყისის დასაწყისი. თავიდან დავიწყეთ სულ პატარათი და ამბობდნენ სულ თავისთვის აკეთებენო, მერე ცოტა გავფართოვდით, მერე კიდე გავფართოვდით და დღეს ვინც ჩამოდის იძახის, რომ ბათუმი მსოფლიოს სასწაულია"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვერასოდეს ვერ მოვა ისეთი მთავრობა, რომელსაც მეტად ენდომება ბათუმისა და ბათუმის განვითარება, ვიდრე ეს მის მთავრობას სურს.
პრეზიდენტმა ბათუმლებს მიმართა, რომ საჭიროა მათი დახმარება, რათა ის შენება, რომელიც ბათუმშია არავინ არ შეაჩეროს.