"თინა ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარ კანდიდატად რჩება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით ,,ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარ კანდიდატს თინა ხიდაშელს კანდიდატურა არ მოუხსნია.
,,სახელისუფლებო არხების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, საგარეჯოს მაჟორიტარმა კანდიდატმა თინა ხიდაშელმა კანდიდატურა მოხსნა. თინა ხიდაშელის სახელით მსურს განვაცხადო, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მას არც საარჩევნო კამპანია შეუწყვეტია და იგი ატარებს შეხვედრებს ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარ კანდიდატად რჩება.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია თინა ხიდაშელის საგარეჯოში მაჟორიტარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ.