. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველი თანამდებობას ტოვებს და „ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს.
რამაზ ლურსმანაშვილმა გადადგომის შესახებ ინფორმაცია მინისტრს გუშინ, 28 სექტემბერს მიაწოდა, თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ციხეში პატიმართა წამების შესახებ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ მიიღო.
,,ჩემი კოლეგები, რომლებიც ლტოლვილთა სამინისტროში არიან 98% ,,ქართული ოცნების" მომხრეა, მაგრამ არ აქვთ საშუალება, გამბედაობა თავიაანთი მდგომარეობის გამო გამოხატონ", _ განაცხადა რამაზ ლურსმანაშვილმა.