"ქართულმა ოცნებამ" ბესო სურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას მიმართა. როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი სამუშაო ოთახიდან მოტყუებით გაიყვანეს.
,,ჩვენ ვნახეთ კადრები, თუ როგორ გაყავთ, ბესო სურმავა და როგორ ჯდება ვიღაცის მანქანაში. მანქანის ნომერიც დაფიქსირებულია. Mმის ოთახში დარჩენილი პირადი და სამუშაო ნივთები, იმაზე მიუთითებს, რომ სურმავა სამუშაო ადგილიდან მოტყუებით გაიყვანეს. როგორც ჩანს, იგი იცნობდა იმათ, ვისაც მანქანაში ჩაუჯდა. Aამის შემდეგ სურმავას შესახებ ცნობილი არაფერია", _განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელიც სურმავას მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს.
მისივე განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ" ბესო სურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას მიმართა.
,,სურმავას ადგილსამყოფელის შესახებ უკვე სამი დღეა არაფერი არ ვიცით, ამიტომ ამ ფაქტის გამოძიების თხოვნით უწყებათაშორის კომისიას მივმართეთ და ინფორმაცია მივაწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსაც", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა, რომელიც საზოგადოების წინაშე სამი დღეა არ გამოჩენილა სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების" ლიდერების სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს.