საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ახლად გახსნილი ტაძარი დაათვალიერა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დილიდან წირვა უკვე აღევლინა. მიხეილ სააკაშვილი ტაძართან შეკრებილ მრევლსაც შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა გუშინ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ყრილობაზე რეგიონებიდან მაქსიმალურად ცოტა ადამიანების ჩაყვანა მოხდა. პრეზიდენტის თქმით, თითოეული რეგიონიდან 300-500 ადამიანის, მაქსიმუმ 1500 ადამიანის ჩაყვანა მოხდა, რადგანაც მისი სურვილი იყო, რადგანაც მას სურდა, რომ გუშინდელი ღონისძიება თბილისელების შეხვედრა ყოფილიყო და მითი დანგრეულიყო, რომ მმართველს გუნდს საქართველოს დედაქალაქში მყარი დასაყრდენი არ აქვს.
"დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია დღეა, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ ფოთის კათედრალური ტაძრის მშენებლობა და ხელახლა აღდგენა დასრულდა. ის რაც შექმნა ნიკო ნიკოლაძემ, მიუხედავად რუსების წინააღმდეგობისა, სადაც აქამდე იყო თეატრირი, რომელიც იქედან გამოვიყვანე, დღეს ფოთს აქვს ძალიან მაგარი ტაძარი და კარგი თეატრი. მაგრამ ეს ნაწილია იმისა რასაც ჩვენ ვაკეთებთ"- მიმართა ფოთის მოსახლეობას პრეზიდენტმა.
სააკაშვილი თითოეულ ფოთს ახალ წყალაგაყვანილობის სისტემას დაპირდა და განაცხადა, რომ გერმანული პროექტი, რომელიც ბათუმში განხორციელდა ფოთშიც განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მალე ფოთში ახალი მეტალურგიული საწარმო გაიხსნება, თუმცა დასძინა, რომ ზონის პროექტი დაგვიანებით მაგრამ მაინც განხორციელდა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლაზიკა არის ფოთის გაგრძელება და შენდება ახალი გზა და ფოთიდან ლაზიკაში მისვლა სულ რაღაც 10 წუთში მოხერხდება. "პოლიტიკა უზნეობაა თუ ის არ ემსახურება ხალხის ინტერესებს"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადრე ფოთი მხოლოდ ერთეული ადამიანების ხელში იყო და არსებობდა ამის ტერმინალი იმის ტერმინალი, თუმცა დღეს ფოთი თითოეული ფოთელისაა. პრეზიდენტმა ფოთში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ დღეისათვის ფოთის მოსახლეობის 60 %-ია დარღვეული და უახლოეს პერიოდში დაზღვეულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.
"ჩვენ გვინდა ის ხალხი ვინც ფოთზე იზრუნებს და არა ის ვინც ყელს მოიღერებს პარლამენტში. ჩვენ სიღარიბე და ნგრევა მივიღეთ მემკვიდრეობით, მაგრამ ეს არ არის ის რომ ის მუდმივად უნდა ვატაროთ.. ჩვენმა შვილებმა უნდა დაივიწყონ სიღარიბე" - განაცხადა პრეზიდენტმა.