საქართველოს პრეზიდენტი „სისხლძარღვთა და გულის დაავადების ცენტრს" ესტუმრა, რომელიც რეაბილიტირებული სახით 2011 წლის ზაფხულიდან იღებს პაციენტებს.
ქვეყნის პირველი პირი სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და ის პაციენტები მოინახულა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფო დაზღვევით. ამჟამად, „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში" 14 სხვადასხვა პროფილის კლინიკა ფუნქციონირებს, ამასთან ცენტრში დასაქმებულია 105 ადამიანი.