საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლაგოდეხში ჯანდაცვის ობიექტები მოინახულა.
ივანე მერაბიშვილი ლაგოდეხის კლინიკაში მივიდა და სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს გაესაუბრა. პაციენტებთან შეხვედრისას, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ 1-ელი სექტემბრიდან დამატებით დაზღვეულმა 600 ათასი პენსიონერიდან, ყოველმა მესამემ დაზღვევით უკვე ისარგებლა და სამედიცინო დაწესებულებებს მიაკითხა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 1-ლი იანვრიდან 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება დაიწყება, რაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას ცოტათი მაინც შეეშველება.