საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს ჩამოვა. როგორც ზურაბიშვილი ფოთელებისადმი მიმართვაში აცხადებს, პირველ ოქტომბერს ის თავის მოვალეობას შეასრულებს და სწორ არჩევანს გააკეთებს.
"გვჭირდება ადამიანები, პროფესიონალები რომლებიც ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან კლანის საქმეს გააკეთებენ და შეეწირებიან. გვჭირდება ადამიანები უშიშარნი და ერთგულნი. გვჭირდება ადამიანები არაფარისევლები არამედ სიმართლის მთქმელნი. გვჭირდება ყველაზე უფრო ჩვენი შვილებისთვის მაგალითები, რომლის შემყურე ისინი გაიზრდებიან ხვალინდელ საქართველოს აღმშენებლობისთვის", - ნათქვამია მიმართვაში.